Tuesday, November 20, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.განსაკუთრებით მომეწონა სოფიკოს და  თიას პრეზენტაციები.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.დიდი მადლობა ქალბატონ მაიას საინტერესო ტრენინგისთვის.

Saturday, November 17, 2018

მერვე დღე

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და ვიმუშავეთ ფასილიტაციის კითხვებზე,ძალიან საინტერესო და შრომატევადი დღე იყო.

Monday, November 12, 2018

მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ მასწავლებლის პრეზენტაციაზე,პრეზენტაციები ავტვირთეთ blog-ზე.ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დარჩენილ ნაწილზეც.დღევანდელი დღე იყო საინტერესო.

Saturday, November 10, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს დავასრულეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა.ვისწავლეთ ინფორმაციის drive-ში შენახვა.ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.ძალიან საინტერესო დღე იყო.

Friday, November 9, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ powerpoint-ში,ავაწყვეთ მოსწავლის პრეზენტაცია.ამ დავალებას დავასრულებ სახლში.დღე იყო ცოტა დამღლელი,მაგრამ საინტერესო.

Sunday, November 4, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია



გვქონდა ჩვენი ბუკლეტების პრეზენტაცია,გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,დავყავით მიმართულებების მიხედვით.შემდეგ ავტვირთეთ და განვათავსეთ ჩვენს პირად ბლოგზე.კითხვები წარვადგინეთ ჯგუფის წევრებთან და განვიხილეთ.დღე იყო ნაყოფიერი და ძალიან საინტერესო.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

       


                             
                            მსუბუქი ნარკოტიკი თუ დაკარგული მომავალი?



ზოგადი კითხვა:
ილუზიური მდგომარეობა თუ რეალობა?
                                                     
  თემატური კითხვები :
რა არის ნარკოტიკი?
რა საშიშროება შეიძლება მოუტანოს ნარკოტიკმა ადამიანს?
რა და რა სახის ნარკოტიკული საშუალებების შესახებ გსმენიათ?

   შინაარსობრივი კითხვები :
რა იცით მარიხუანას შესახებ?
რა ზიანის მომტანია მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
გსმენიათ თუ არა მარიხუანას დადებითი თვისებების შესახებ?
ეთანხმებით თუ არა კანონს დეკრიმინალიზაციის შესახებ?



Saturday, October 27, 2018

მესამე დღე

დღევანდელი დღე იყო საინტერესო.წარმოვადგინეთ ბუკლეტის ნიმუშები და პროექტის გეგმის მონახაზები.გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს.მივიღეთ რჩევები ტრენერისგან. .ვისწავლეთ,თუ როგორ შეიძლება ბუკლეტის შექმნა დაყოფა და სურათის ჩასმა ბროშურაში.

Sunday, October 21, 2018

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. წარმოვადგინეთ პროექტების მოკლე შინაარსები და გავუზიარეთ ერთმანეთს.გავიხსენეთ საქაღალდეების შექმნა.განვიხილეთ ეროვნული სტანდარტი საგნობრივად.

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანით ინტელის ტრენინგის ძირითადი კურსის მიზნებსა და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და პროექტის გეგმის შაბლონს. შევქმენით პირადი ბლოგი. პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო,რისთვისაც მადლობას ვუხდი ტრენერ  მაია ჯოხაძეს.